გამოვიყენოთ პროექტული სწავლება

გამოვიყენოთ პროექტული სწავლება
თბილისის 143-ე საჯარო სკოლა

среда, 9 апреля 2014 г.

დღე მე-9

დასრულდა ტრენინგი, რომელიც საინტერესო და მრავლისმომცემი იყო.
 მადლობა ტრენერს, ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს, გაწეული შრომისა და დახმარებისათვის, მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს. 

воскресенье, 6 апреля 2014 г.

მე-8 დღე

ვეთანხმები იმ აზრს, რომ მასწავლებელი უნდა იყოს ფასილიტატორი და გეზი უნდა მისცეს მოსწავლეებს და მეტი ინტერესი აღძრას მათში.

суббота, 5 апреля 2014 г.

დღე მე-7

პროექტის მიმდინარეობის დროს საჭიროა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება, რისთვისაც საჭირო და აუცილებელია შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა. დღეს შევიმუშავე შეფასების კრიტერიუმები ჩემი მოსწავლის ნამუშევრის შესაფასებლად.

воскресенье, 30 марта 2014 г.

დღე მე-6

მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დაგვეხმარება განვსაზღვროთ, რამდენად შეესაბამება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.
რა თქმა უნდა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა მოსწავლის თვალთახედვით უნდა განხორციელდეს, სასწავლო თემატიკისა და მოსწავლის ასაკის გათვალისწინებით.
 

суббота, 29 марта 2014 г.

დღე მე-5


 დიდი ხანია მაინტერესებდა როგორ დამეცვა საავტორო უფლებები, ამომწურავ პასუხს ვერ ვპოულობდი, დღეს კი ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია მივიღე. მომეწონა ის რომ მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები. ვეთანხმები ჩემი მეწყვილის მიერ მოცემულ რჩევას, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.

воскресенье, 16 марта 2014 г.

დღე  მე-4    რეფლექსია
დღევანდელი დღე კიდევ უფრო დატვირთული და მრავლისმომცემი იყო.ჩვენი პროექტის ეფექტური განხორციელებისათვის მართლაც რომ მნიშვნელოვანი ამოცანაა შეფასების გეგმის შემუშავება. შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას. მნიშვნელოვანია სწორედ ჩამოყალიბებული შეფასების სტრატეგიები, რომლებიც შეირჩევა თემატიკიდან გამომდინარე და გათვლილი იქნება მოსწავლის წინარე ცოდნასა და ინდიკატორებთან შესაბამისობაზე.
ჩამოვყალიბდი შეფასების იმ სტრატეგიებსა და მეთოდებში, რომელიც პროექტის დროს გამომადგება. კარგად გავიგე შეფასების ინსტრუმენტები , მივხვდი როგორ მოვარგო ჩემს თემას.

суббота, 15 марта 2014 г.

რეფლექსია მე-2
დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო. ტრენინგის მიმდინარეობის დროსვე განახლებული ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით ჩამოვაყალიბეთ თემის მიზნები და შედეგები; ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ტრენინგის განმავლობაში ქალბატონ ირინას დახმარებით მართლაც შევიძინეთ ის უნარები, რაც აუცილებელია პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
ძალიან მომეწონა ის, რომ საკვანძო კითხვების ჩამოყალიბების დროს  მასწავლებლები ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარ მოსაზრებებს. 

воскресенье, 9 марта 2014 г.

რეფლექსია 1-ლი
საინტერესოდ წარიმართა სამუშაო დღე. გავეცანით პროექტით სწავლების უპირატესობას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.  დავიწყეთ პროექტის მონახაზის გაკეთება და შევქმენით პუბლიკაცია.
ვფიქრობ არაერთი პროექტის განხორციელებას.